საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია „ძველი და შუა საუკუნეების საქართველო“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტი და საქართველოს ისტორიის სტუდენტთა სამეცნიერო წრე 2026 წლის 29-30 მაისს გამართავენ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციას.

კონფერენციის თემატიკა

ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს – პოლიტიკური ისტორია, სოციალური ისტორია, ეკონომიკური ისტორია, სამხედრო ისტორია, დიპლომატიის ისტორია, სამართლის ისტორია, ეკლესიის ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნების ისტორია, კულტურის ისტორია, ისტორიული გეოგრაფია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფილოსოფია, წყაროთმცოდნეობა, დიპლომატიკა, ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია, ფოლკლორი, სფრაგისტიკა, ქრონოლოგია, გენეალოგია.

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

სამუშაო ენა: ქართული.

რეგლამენტი:

მოხსენება – 10 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი;

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-სა და საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.

მოხსენება შეიძლება წარდგენილ იქნას მხოლოდ ინდივიდუალურად.

სავალდებულოა პროფესორის, სამეცნიერი/აკადემიური ხარისხის მქონე პერსონალის წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარდგენილი იყოს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციაზე – „ძველი და შუა საუკუნეების საქართველო“.

 

მნიშვნელოვანი თარიღები :

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 29-30 მაისი, 2026 წელი.
თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 11 მაისი, 2026 წელი.

კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით სტუდენტების მიერ გაგზავნილ თეზისებსა და ხელმძღვანელის წერილობით დასკვნას განიხილავს საორგანიზაციო კომიტეტი. დადებითი პასუხის შემთხვევაში კონფერენციაში მონაწილეებს გაეგზავნებათ შესაბამისი შეტყობინებები.

ტექნიკურად გაუმართავი და ვადების დარღვევით გამოგზავნილი თეზისები არ განიხილება.

საორგანიზაციო კომიტეტის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დადებითი პასუხისა და კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურების ბოლო თარიღი:
15 მაისი, 2026.

საკონტაქტო პირი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ლუკა ნებიერიძე, ტელ. 599757809.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი №211 (საპროფესორო), თბილისი, საქართველო

ელ-ფოსტა: medievalgeorgia@tsu.ge

თეზისების გაფორმების წესი :

ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
სტრიქონებს შორის მანძილი: 1,5 სმ.

სათაური: ცენტრში, შრიფტის ზომა: 16, Bold (მუქი შრიფტით)
ავტორის სახელი, გვარი, დაწესებულება მარჯვნივ, ფაკულტეტი, სასწავლო პროგრამა
(სპეციალობა), კურსი. შრიფტის ზომა 14
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (250 სიტყვა)
ველები ყველა მხარეს: 2,5 სმ.

თარიღი: 31/03/2026