საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის 145-ე წლისთავისადმი მიძღვნილი  სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 23 აპრილს გამართავს ივანე ჯავახიშვილის 145-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აქტუალური პრობლემები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 13 აპრილამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: tsuconference@tsu.ge

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი,

მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

კონფერენცია გაიმართება ზუმის პლატფორმაზე.

 

თეზისების გაფორმების წესი: 

მომხსენებლის სახელი, გვარი;

ორგანიზაცია;

აკადემიური ხარისხი;

ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;

მოხსენების სათაური;

ფონტი: sylfaen

ფონტის ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

ტექსტის მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა.

კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.

 

გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და თეზისები.

 

საკონტაქტო პირი: 

ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი

თსუ I კორპუსი, ოთახი 204.

 

 

თარიღი: 29/03/2021