eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე ჭავჭავაძის დაბადებიდან 240 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

2026 წლის 6 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება ალექსანდრე ჭავჭავაძის დაბადებიდან 240 წლისთავისადმი  მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემატიკას: ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა; ალექსანდრე ჭავჭავაძის პიროვნებისა და შემოქმედების რეცეფცია XIX-XX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და კრიტიკაში; რომანტიზმის ესთეტიკა და პოეტიკა; ქართული რომანტიზმის გენეზისისა და ტიპოლოგიის საკითხები.

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2026 წლის 15 ოქტომბრამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: levan.beburishvili@tsu.ge.

 

თეზისების გაფორმების წესი:

გაერთიანებულ დოკუმენტში  (MS Word) გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

1. ავტორის სახელი და გვარი.

2. ორგანიზაციის დასახელება;

3. ფაკულტეტის დასახელება;

4. თეზისების სათაური;

5. თეზისების ძირითადი ტექსტი;

6. ფორმატი — A4

8. შრიფტი —  UNICODE (Sylfaen)

9. შრიფტის ზომა — 12.

10. თეზისების მოცულობა 300 სიტყვამდე.

მოხსენების კონფერენციის პროგრამაში ჩართვის შესახებ გაცნობებთ საორგანიზაციო კომიტეტი.

საკონტაქტო პირი:  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან ბებურიშვილი.

ელ. ფოსტა: levan.beburishvili@tsu.ge

ტელ.: 593162044

თარიღი: 16/06/2026