პროფესორ მარინე ჩიტაშვილის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2026 წლის 4–15 მაისს გაიმართა ზიგმუნდ ფროიდის დაბადებიდან 170 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღია ლექციების სერია – „ფროიდის ინტერპრეტაციები“. ლექციების ციკლის ფარგლებში ჩატარდა 20 საჯარო ლექცია.
სალექციო სესიების მასალები ქვეყნდება ფაკულტეტის ვებგვერდზე ავტორების მიერ მოწოდებული სახით. ფაკულტეტი არ არის პასუხისმგებელი მოხსენებების შინაარსზე; მათში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის შესაბამის ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს ფაკულტეტის ოფიციალურ პოზიციას.