თსუ მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა (პროფ. ნინო ჩიხლაძე და ასოც. პროფ. ნატო ფიცხელაური) მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც მიეძღვნა დემენციის მკურნალობასა და მოვლაში არსებულ ეთიკურ საკითხებს.
სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ბრიუსელში (ბელგია), 2026 წლის 23 ივნისს. შეხვედრაზე განხილული იქნა ეთიკასთან დაკავშირებული საკითხები სამი სამუშაო ქვეჯგუფის მიერ. აღსანიშნავია, რომ სამიდან ორი ქვეჯგუფის ლიდერები არიან თსუ-ს წარმომადგენლები. როგორც ქვეჯგუფის ლიდერებმა, პროფ. ნინო ჩიხლაძემ და ასოც. პროფ. ნატო ფიცხელაურმა წარადგინეს მოხსენებები დემენციასთან დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებზე საგანმანათლებლო რესურსების შემუშავებასთან დაკავშირებით.