სს „ტერაბანკი“ იურიდიული პირების არასაკრედიტო მომსახურების ბიზნესის განვითარების განყოფილებაში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
- პოტენციური კლიენტურის (იურიდიული პირების) მოძიება და მოზიდვა
- კლიენტებთან ვიზიტი, პრეზენტაციების ჩატარება
- კლიენტებისათვის საბანკო პროდუქტების შეთავაზება
- პორტფელის მართვა
- ჯვარედინი გაყიდვების ხელშეწყობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება საბანკო საქმისა და ფინანსების განხრით
(კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც)
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- სასურველია ტრენინგი/სასწავლო კურსი - ტრენინგი „ეფექტური გაყიდვები’’
დამატებითი მოთხოვნები
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
- სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა 18 თებერვლის 18:00 სთ-მდე უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: career@terabank.ge
აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
გისურვებთ წარმატებას!