კონკურსში " სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს “ – თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გამარჯვებულ სტუდენტთა სავარაუდო სია (იხ დანართი)
დაინტერესებულ პირთა აპელაციების მიღება იწარმოებს 2020 წლის 16 დეკემბრის 12:00 სთ-მდე, LMS.TSU.GE-ის მეშვეობით.
გთხოვთ, სავარაუდო სიაში მყოფმა კანდიდატებმა 16 დეკემბრის 14:00 საათამდე გამოაგზავნოთ პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი (შეიძლება ფოტოასლიც) და საბანკო რეკვიზიტი საქართველოს ბანკიდან, პირადი სტუდენტური ანგარიშის ნომრის მითითებით შემდეგ მეილზე: akaki.mikaberidze@tsu.ge
საბანკო რეკვიზიტის ჩამოტვირთვა ელექტორნულად PDF დოკუმენტის სახით შეგიძლიათ საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკიდან (მობაილბანკით აღნიშნული დოკუმენტის მიღება შეუძლებელია), ასევე შეგიძლიათ მობილური ტელეფონის ინტერნეტ-ბრაუზერიდან შეხვიდეთ თქვენს ინტერნეტ ბანკში.
გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ თუ მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენასთან დაკავშირებით არის რაიმე სახის შეფერხება.
შეკითხვების არსებობის შემთხვვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 577799740
გისურვებთ წარმატებას!