საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოცხადდა კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად;

საკონკურსო საბუთების მიღება განხორციელდება 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 12 თებერვლის ჩათვლით.

 

განმცხადებელი ვალდებულია ელექტრონული ფორმით  წარმოადგინოს დოკუმენტები    შემდეგ ელ.ფოსტაზე – lali.chikviladze@tsu.ge  

ა) განცხადება  (იხ. დანართი №1)

ბ) სამეცნიერო კვლევითი პროექტის აღწერილობა;

გ) კვლევითი პროექტის ხარჯთაღრიცხვა;

დ) პროექტში მონაწილეთა CV;

ე) პროექტში მონაწილე სტუდენტთა ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და სასწავლო ბარათი.

ვ) სტუდენტთა წერილობითი თანხმობა პროექტში მონაწილეობის შესახებ (იხ. დანართი №2)

თარიღი: 18/12/2020