საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

III ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“ კონფერენცია ეძღვნება პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას

III ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია
„კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის 
თანამედროვე გამოწვევები“
კონფერენცია ეძღვნება პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას
 
კონფერენცია ტარდება ეკონომისტის დღეს 
 
ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე განხორციელდა ცვლილებები თემატიკაში
 
კონფერენციაზე იქნება განხილული შემდეგი პრობლემატიკა:
1.კორონომიკის მიერ შექმნილი ახალი გლობალური წესრიგი და პოსტკრიზისული ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები;
2.ეკონომიკურ მეცნიერების მიერ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ახლებური გააზრება;
3.ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი გამოწვევები კორონომიკური კრიზისის და პოსტკრიზისულ პერიოდებში;
4.კორონომიკა და  ეკონომიკური ზრდის და განვითარების გაზომვის პრობლემები;
5.მსოფლიო ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის ეკონომეტრიკული მოდელირება;
6.საქართველოს ეკონომიკაზე ეპიდემიის გავლენის ეკონომეტრიკული მოდელირება;
7.კორონომიკა და ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები;
8.მაკრო- კორონომიკური რეგულირების ძირითადი ინსტრუმენტები;
9.კორონომიკის პირობებში მონეტარული, ფისკალური დასაბიუჯეტო პოლიტიკის თავისებურებები; 
10.მიკრო- კორონომიკური გარემო და მისი გაუმჯობესების ძირითადი ინსტრუმენტები;
11.საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და საგარეო ვაჭრობის ახალი რეალობა და გამოწვევები პანდემიების დასრულები შემდგომ პერიოდებში;
12.კორონომიკის  გავლენა საფინანსო ბაზრებზე და ეკონომიკური ციკლების ახლებური გააზრება;
13.სოციალურ-ეკონომიკური სტატისტიკის თეორიის და პრაქტიკის სრულყოფა კორონომიკის პირობებში;
14.კორონომიკის ზეგავლენა ინდუსტრიული პოლიტიკის ფორმირებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირების მექალიზმები;
15.კორონომიკით გამოწვეული ინსტიტუციური ცვლილებების ძირითადი მიმართულებები;
16.კონკურენტუნარიანობის ახლებური გააზრება კორონომიკის პირობებში;
17.კორონომიკაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების როლის ახლებური გააზრება;
18.კორონომიკა და ეკონომიკური პრობლემების სივრცობრივ-რეგიონული ასპექტები;
19.დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესები კორონომიკის პირობებში;
20.კორონომიკის დაძლევის ინოვაციური გზების ძიება და ცოდნაზე დაფუძვნებული ეკონომიკის პრობლემები;
21.სოციალური სფეროს გამოწვევები და გადაჭრის გზები კორონომიკის პირობებში;
22.საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევები და მათი გადაჭრის ძირითადი გზები კორონომიკის პირობებში;
23.ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა და ეკოლოგიური პრობლემები კორონომიკის   პირობებში.
 
კონფერენციის ჩატარების დრო და ადგილი:

2020 წლის 11  სექტემბერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
(ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 2)
სამუშაო ენა: ქართული

ორგანიზატორები:
 
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
  • თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი;
  • ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  • გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტი;
  • ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“.

სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტი:
 
• აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია) - თავმჯდომარე;
• პროფესორი გიორგი ღაღანიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - თანათავმჯდომარე.
 
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: 
• აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
• რამაზ აბესაძე (თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი); 
• იური ანანიაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
• გივი ბედიანაშვილი (ევროპის უნივერსიტეტი) - პასუხისმგებელი მდივანი;
• თეიმურაზ ბერიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
• სიმონ გელაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
• რევაზ გველესიანი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
• ნუგზარ თოდუა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); 
• მიხეილ თოქმაზიშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
• მერაბ კაკულია (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი);
• მურმან კვარაცხელია (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
• პაატა კოღუაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
• ელგუჯა მექვაბიშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
• ავთანდილ სულაბერიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); 
• მირიან ტუხაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
• თეიმურაზ შენგელია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
• ვლადიმერ ღლონტი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
• ეთერ ხარაიშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). 
 
ეკონომიკის დოქტორები, პროფესორები: 
• გოჩა თუთბერიძე (ევროპის უნივერსიტეტი);
• დავით ნარმანია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
• ლევან საბაური (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
• დემურ სიჭინავა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
• ნინო ფარესაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
• ემზარ ჯგერენაია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). 

საორგანიზაციო ჯგუფი:

უჩა გოგრიჭიანი (თსუ);
ვაჟა კილაძე (ევროპის უნივერსიტეტი);
ეკონომიკის დოქტორი, ასოც. პროფესორი თეა ლაზარაშვილი (პაატა გუგუშვულის ეკონომიკის ინსტიტუტი).
 
საკონფერენციო მასალების წარმოდგენის ვადები:

• ანოტაციის (არაუმეტეს 500 სიტყვისა) წარდგენის ბოლო ვადაა 2020  წლის 25 მაისი.
• მოხსენების (სტატიის - არაუმეტეს 3 000 სიტყვისა, ფონტი Sylfaen, შრიფტის ზომა
12, ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1,5, ველების დაშორება მარჯვენა-მარცხენა
მხარეს - 2.5 სმ., ზედა და ქვედა - 2 სმ., გვერდები უნდა დაინომროს ქვედა მარჯვენა მხარეს, სატიტულო ფურცელზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია ტელეფონი და ელფოსტა, ნაშრომს უნდა ახლდეს ანოტაცია ინგლისურ ენაზე, მოცულობით 600-700 სიტყვა (ნაშრომის მთავარი შინაარსის ასახვით), საკვანძო სიტყვები 3-5, აკრეფილი Sylfaen-ში, შრიფტის ზომა 10). წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 25 ივნისი.

მასალები უნდა გაიგზავნოს პროფ. გივი ბედიანაშვილის ელექტრონულ მისამართზე: g.bedianashvili@eu.edu.ge, ასევე, პარალელურად - ასოც. პროფ. ნინო ფარესაშვილის ელექტრონულ მისამართზე: nino.paresashvili@tsu.ge.

 

თარიღი: 09/03/2020