eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ჯეფრი საქსის ვიზიტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია მსოფლიოში აღიარებული ეკონომისტი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ საპატიო დოქტორი, ჯეფრი საქსი (Prof. Dr. Jeffrey Sachs).

ამერიკელი სტუმარი მიიღო ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, პროფესორი იოსებ ხელაშვილი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, ასოცირებული პროფესორი თამაზ ზუბიაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, თანამედროვე ეკონომიკური გამოწვევები და საქართველოს განვითარების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების, ეკონომიკური განათლების განვითარებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე შეთანხმდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის მდგრადი განვითარების აკადემიის (SDG Academy) საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის საკითხი. რაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენონ საერთაშორისო დონის ონლაინ კურსები, სასწავლო მასალები და კვლევითი რესურსები მდგრადი განვითარების მიმართულებით.

ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ სტუმარს დაათვალიერებინა ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა, ბლუმბერგის ლაბორატორია და ბიბლიოთეკა. ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ, საკუთარი ავტორობით გამოცემულ წიგნებზე პროფესორმა ჯეფრი საქსმა სამახსოვრო ავტოგრაფები დატოვა.

 

 

თარიღი: 29/06/2026