17 ივლისს, 20:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის ეზოში, გაიმართება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება.
17 ივლისს, 18:00 საათზე თსუ პირველი კორპუსის ეზოში 2026 წლის კურსდამთავრებულების სახელზე დაირგვება ხე, რითაც გაგრძელდება ტრადიცია - თსუ კურსდამთავრებულთა ხეივნის გაშენება.
17 ივლისს, 19:00 საათიდან გამოსაშვებ ღონისძიებაში მონაწილე კურსდამთავრებულები იკრიბებიან თსუ I კორპუსში ფაკულტეტების მიხედვით.
13 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, თსუ I კორპუსის წინ სპეციალურად თქვენთვის მოწყობილ ფოტოზონებში შესაძლებლობა გექნებათ გამართოთ ფოტოსესიები ჯგუფელებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად.
მანტიების გაცემა: მანტიების გაცემა და დაბრუნება მოხდება ფაკულტეტების მიხედვით.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის მანტიების, ქუდების და კაშნეების გაცემა მოხდება 13, 14, 15, 16 ივლისს 10:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო 17 ივლისს, 10:00-დან 17:00 საათამდე,
მისამართზე: თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, ოთახი #602;
მანტიების დაბრუნება: მანტიებს და ქუდებს დააბრუნებთ იმავე მისამართზე, 20, 21, 22, 23 ივლისს 10:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო 24 ივლისს 10:00-დან 17:00 საათამდე.
ყურადღება! მანტიების და ქუდების დაბრუნება სავალდებულოა. კაშნეებს უნივერსიტეტი სამახსოვროდ გადმოგცემთ.
ღონისძიების შემდგომი წვეულება ე.წ. After Party გაიმართება 17 ივლისს, 22:00 საათზე, Underwheel Club-ში (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა, 9). საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: Mgzavrebi, Kashia, Levan Grdzelidze
After Party-სთვის მოსაწვევები გაიცემა 1 ივლისიდან 11:00 - 18:00 სთ: თსუ I კორპუსი 213-ე ოთახი; თსუ X (მაღლივი) კორპუსი 102-ე ოთახი.
თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ღონისძიების დღეს მოსაწვევთან ერთად უნდა წარმოადგინოთ.
გილოცავთ უნივერსიტეტის დამთავრებას და გისურვებთ წარმატებებს