ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის უფროსი მასწავლებლები, ქალბატონი ანჟელი ხორავა და ქალბატონი ზეინაბ გოგრიჭიანი, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტის ოქროს მედლით.
ვულოცავთ ქალბატონ ანჟელის და ქალბატონ ზეინაბს ამ დიდ აღიარებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.