სასერტიფიკატო კურსი „ინფორმაციის ტექნოლოგიები და კომპიუტერული უნარ- ჩვევების“ (გაღრმავებული კურსი) განკუთვნილია ინფორმაციული ტექნოლოგიების ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანისათვის, რომელსაც უწევს მუშაობა ელექტრონულ დოკუმენტებთან და ორგანიზაციის (დაწესებულების) მონაცემთა ბაზებთან. კურსის გავლა შეუძლიათ აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეიძინონ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა საოფისე პროგრამების პაკეტის MS Office-ის პროგრამებში, შეიძინონ პრობლემის გაანალიზების და მისი გადაჭრის გზების მოძიების და დასმული ამოცანის გადაწყვეტისათვის საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ექნება საკმაოდ მაღალი კომპეტენცია იმუშაოს ნებისმიერ სფეროში საოფისე პროგრამებთან.
კურსს უძღვება - მაია არჩუაძე-დოქტორი, თსუ ასისტენტ პროფესორი;
კურსის მოცულობა: - 26 საათი;
კურსის ღირებულება: - 130 ლარი;
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ თსუ უწვეტი განათლების ცენტრში:
ტელ.: 222 36 52, email: tsulll@tsu.ge
Facebook : თსუ უწყვეტი განათლება - TSU LLL
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1 (თსუ პირველი კორპუსის გვერდით)
ტრენინგის დასრულებისას გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.