სასერტიფიკატო კურსი „მონაცემთა ბაზები MS ACCESS“ განკუთვნილია ინფორმაციული ტექნოლოგიების ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანისათვის, რომელსაც უწევს მუშაობა ელექტრონულ დოკუმენტებთან და ორგანიზაციის (დაწესებულების) მონაცემთა ბაზებთან. კურსის გავლა შეუძლიათ აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეიძინონ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების სფეროში.
კურსის მიზანია: Microsoft Access არის რელაციურ მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა, რომელიც იძლევა მონაცემების შენახვის, ანალიზის და ადმინისტრირების საშუალებას. კურსის მიზანია ამ პროგრამასთან მუშაობის პრონციპების გაცნობა და შესაბამის ცოდნის მიცემა მომხმარებლებისათვის, რომელთაც სურთ დაეუფლონ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის პრონციპებს და გამოიმუშავონ ის ძირითადი უნარ-ჩვევები, რომელიც სჭირდება მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებას და მართვას.
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: მსმენელები უნდა ფლობდნენ Ms.Word-ს.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს რელაციური მონაცემთა ბაზების დაპროექტებას, აგებას და მართვას მისთვის საჭირო მოთხოვნების გათვალისწინებით
კურსს უძღვება - მაია არჩუაძე-დოქტორი, თსუ ასისტენტ პროფესორი;
კურსის მოცულობა: - 30 საათი;
კურსის ღირებულება: - 200 ლარი;
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ თსუ უწვეტი განათლების ცენტრში: ტელ.: 222 36 52, email: tsulll@tsu.ge
Facebook : თსუ უწყვეტი განათლება - TSU LLL
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1 (თსუ პირველი კორპუსის გვერდით)
ტრენინგის დასრულებისას გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.