სასერტიფიკატო კურსი „Linux ოპერაციული სისტემა” (გაღრმავებული კურსი) განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს სიღრმისეულად შეისწავლოს ოპერაციული სისტემა Linux. შეიძინონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა Linux-ის შესახებ, გაიღრმავონ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება და მიღებული უნარ-ჩვევები გამოიყენონ როგორც სწავლის პროცესში, ასევე შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში.
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: მსმენელები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას (საბაზო დონეზე მაინც) და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს და ოპერაციული სისტემა ლინუქსის საბაზისო ცოდნას.
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ: კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ: ოპერაციული სისტემა Linux ინსტალაცია და კონფიგურაცია, აპარატურული უზრუნველყოფის კონფიგურაცია, პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურაცია, ოპერაციული სისტემა Linux-ის სისტემური ბრძანებები და მათთან ურთიერთობა, ფაილების მართვა,ოპერაციული სისტემა Linux სისტემის ადმინისტრირება, ქსელის კონფიგურაცია, მომხმარებლების, ჯგუფების და მათი დაშვების დონეების მართვა, DHCP და DNS სერვისების კონფიგურაცია და მართვა, Web სერვისების კონფიგურაცია და მართვა, Mail სერვისების კონფიგურაცია და მართვა, ოპერაციული სისტემა Linux-ის მონიტორინგი და ავტომატიზაცია,ოპერაციული სისტემა Linux-ის სისტემური უსაფრთხოება.
კურსს უძღვება - გურამი ასანიშვილი;
კურსის მოცულობა: - 24 საათი;
კურსის ღირებულება: - 300 ლარი;
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ თსუ უწვეტი განათლების ცენტრში: ტელ.: 222 36 52, email: tsulll@tsu.ge
Facebook : თსუ უწყვეტი განათლება - TSU LLL
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1 (თსუ პირველი კორპუსის გვერდით)
ტრენინგის დასრულებისას გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.