eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნინო ერქომაიშვილი

ნინო ერქომაიშვილი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულია. მუშაობს პროფესიით და პროფესიულ განათლებას დღეს უკვე აღმზრდელი-პედაგოგის საქმიანობაში იყენებს.

 

„ვმუშაობ საბავშვო ბაღში "პინიკონი"  აღმზრდელ-პედაგოგად. ყოველდღიურად ვზრუნავ ბავშვების განვითარებაზე და მათ უსაფრთხოებაზე. სწავლისას მიღებული ცოდნის გამოყენებით უკეთ ვგეგმავ აქტივობებს ასაკობრივი საჭიროებების მიხედვით, უფრო ეფექტურად ვურთიერთობ ბავშვებთან და მშობლებთან. ამ ცოდნის დახმარებით მაქვს მეტი თავდაჯერებულობა და მოტივაცია გავაკეთო მეტი ახალი და საინტერესო აქტივობები ბავშვის განვითარებისთვის და აღმოვფხვრა ის მცირე ხარვეზები, რაც შეიძლება ზიანს აყენებდეს ბავშვის  ფსიქო-ემოციურ განვითრებას”,- განაცხადა ნინო ერქომაიშვილმა.

 

ის დარწმუნებულია, რომ თსუ პროფესიულ პროგრამაზე „სკოლამდელი აღზრდა“ (თბილისი) სწავლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რადგან არჩევანი მას პირველ რიგში ხარისხიანი განათლების მიღება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა სურდა.

თარიღი: 05/08/2026