თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა.
ირაკლი გაბრიაძეს, კერძო და საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის 2020 წლიდან სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ირაკლი გაბრიაძეს განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და გერმანიაში. იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორი და კიელის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებული. აღსანიშნავია, რომ პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, გაბრიაძე წლების განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. ის ასევე არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.