Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი (გასაუბრება) გამოცხადდა სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლების შტატგარეშე პოზიციის დასაკავებლად.

   ანაზღაურება დღიურად დარიცხული 38 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).

   სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი  თსუ-ის ბიბლიოთეკის  შენობა - უნივერსიტეტის ქ. N11.

   სამუშაო  დღეები და საათები განისაღვრება  9:00 - დან  18:00 საათამდე, გამოცდების პერიოდში შაბათი სამუშაო დღეა.

   დამკვირვებლის   ფუნქცია-მოვალეობები:
ა) საგამოცდო ფურცლების დარიგება მასზე განპირობებულ სექტორში;
ბ) სტუდენტებისათვის მათი უფლება-მოვალეობების გაცნობა; 
გ) საგამოცდო ბილეთების დარიგება;
დ) გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვება მისთვის განსაზღვრულ სექტორში; 
ე)  სტუდენტების მიერ უფლება-მოვალეობების დაცვის კონტროლი;
ვ) სტუდენტის მიერ დასმულ პროცედურულ და ტექნიკური შეკითხვებზე პასუხის გაცემა; 
ზ) საგამოცდო ფურცლების ჩაბარება;
თ) საგამოცდო ნაშრომების გადაცემა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლისათვის.

   აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ პიროვნულ თვისებებს,  იყოს:
ა) ყურადღებიანი  და დეტალებზე  ორიენტირებული;
ბ) ოპერატიული;
გ) ჰქონდეს ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
დ) ჰქონდეს გუნდურად მუშაობის უნარი და იყოს კომუნიკაბელური;

ე) ჰქონდეს ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ვ) ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ზ) პუნქტუალური და ჰქონდეს დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
თ) ჰქონდეს ცვლილებების ადეკვატურად  აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა;

     დაინტერესებულმა კანდიდატებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ - examcenter@tsu.ge                

ა) პირადობის დამადასტურებული დოკუმენტი;
ბ)  CV ქართულ ენაზე;

გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
 

    გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;