ნაშრომში განხილულია ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და თანაზომიერი განვითარების საკითხები. ნაჩვენებია პოსტკომუნისტური ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ძირითადი სირთულეები და გამოწვევები. ჩამოყალიბებულია ქვეყნის თანაზომიერი განვითარების ინდიკატორები. გაანალიზებულია საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ძირითადი გზები.
წიგნი განკუთვნილია ეკონომიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებლებისა და ეკონომიკის ფაკულტეტების პროფესორების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის; აგრეთვე მკითხველთა იმ წრისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ეკონომიკის ევოლუციური განვითარების საკითხებით.