Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 20 მარტის №28/2023 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიისათვის  შემაჯამებელი ოქმის  დამტკიცებაზე უარის თქმისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის რექტორის 2023 წლის 15 თებერვლის №31/01-01 ბრძანების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2023 წლის 20 მარტის №28/2023 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 20.04.2023, №7119/29) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის პირველი მაისის №7 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.  უარი ეთქვათ საკონკურსო კომისიას მის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე.
2. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ გამოვლენილი ხარვეზის გათვალისწინებით, დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს შემაჯამებელი ოქმის ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის’’ მოთხოვნათა დაცვით  წარმოდგენა. 


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 42/2023

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის -  პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის 2023 წლის 25 აპრილის №10781/29 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის პირველი მაისის №7 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის -  პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსში მონაწილეობისათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის -  პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე გამონაკლისის სახით არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 41/2023

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის №10634/10; №10635/10 და 2023 წლის 25 აპრილის №10823/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის პირველი მაისის №7 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VI ნაწილის „გ“ პუნქტის 126-ე ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


“126. რუსული ფილოლოგია (დანართი 126);”.


2. შევიდეს ცვლილებები რეაკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 111-ე ქვეპუნქტით №111 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ხელოვნებათმცოდნეობა“ (დანართი №111);  
ბ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 131-ე ქვეპუნქტით №131 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სახვითი ხელოვნება“ (დანართი №131);   
გ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 171-ე ქვეპუნქტით №171 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ (დანართი №171);
დ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 172-ე ქვეპუნქტით №172 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სახვითი ხელოვნება“ (დანართი №172);
ე) VI ნაწილის „ვ“ პუნქტის 183-ე ქვეპუნქტით №183 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ხელოვნებათმცოდნეობა“ (დანართი №183).   


3. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) III ნაწილის „ა“ პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით №77 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი№77);
ბ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-80 ქვეპუნქტით №80 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი№80);
გ)  III ნაწილის „ბ“ პუნქტის 82-ე  ქვეპუნქტით №82 დანართად  დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა)” (დანართი №82);
დ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 834 ქვეპუნქტით №306 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა)“ (დანართი №306).


4. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 40/2023

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №99/01-01 ბრძანებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მათემატიკის დეპარტამენტისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დასრულებულად ჩათვლის შესახებ

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 01 მაისის N99/01-01 ბრძანებით, გამოცხადდა კონკურსი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის სამსახურში მისაღებად. საკონკურსო კომისიამ 2018 წლის 23 ივლისის N1 ოქმით მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (1 საშტატო ერთეულზე) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოავლინა რამაზ ბოჭორიშვილი. საკონკურსო კომისიის მუშაობის შედეგები სამჯერ წარედგინა აკადემიურ თანამდებობაზე პირის არჩევაზე უფლებამოსილ ორგანოს - უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რომლის გადაწყვეტილებების საფუძველზე, სამჯერვე მიჩნეული იქნა არასაკმარისად საქართველოს კანონმდებლობისა და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118/2014 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიერ დადგენილი დასაბუთების არასაკმარისობისა და საქმის გარემოებების, ფაქტების, მტკიცებულებებისა და არგუმენტების სრულფასოვანი შესწავლის არარსებობის გამო. აღნიშნულის საფუძველზე, აკადემიური საბჭოს მიერ საბოლოოდ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საბჭოს 2019 წლის N60/2019 დადგენილების სახით („სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №99/01-01 ბრძანებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე მათემატიკის დეპარტამენტისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დასრულებულად ჩათვლის შესახებ). საკითხი გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, კონკურსში მონაწილე პირის, რამაზ ბოჭორიშვილის მიერ. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით უნივერსიტეტს დაევალა - ა) საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ იმსჯელოს ადმინისტრაციულ საჩივარზე (რომელიც განხილული არ ყოფილა საკონკურსო-სააპელაციო კომისიის მიერ დადგენილი წესით) და ბ) გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით (რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას, თუ რა არგუმენტებითა და ფაქტობრივი გარემოებებით იხელმძღვანელა აკადემიურმა საბჭომ, სადავო საშტატო ერთეულის ვაკანტურად დატოვებისას. საბჭოს გადაწყვეტილება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრული უარის თქმის საფუძვლის ფორმალური მითითებით და უნდა შეიცავდეს საკმარის დასაბუთებას).
განსახილველ შემთხვევაში საკონკურსო კომისიის (ნაწილობრივ საკონკურსო-სააპელაციო კომისიის მხრიდანაც), როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა და შესაძლებელია ითქვას, რომ ამჟამადაც ადგილი აქვს, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თავის უფლებამოსილებათა ისეთ განხორციელებას, რომელიც შეეწინააღმდეგა აკადემიური საბჭოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. კერძოდ, უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის დასაქმების მიზნით გამოიყენება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118/2014 დადგენილებით დამტკიცებული წესი, საქართველოს კანონმდებლობით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნებისათვის განსაზღვრულ ნორმებთან ერთად და ერთობლიობაში დასაქმების პროცესი ორეტაპიანია - ა) კონკურსის საფუძველზე კონკურსში გამარჯვებულის შერჩევა საკონკურსო კომისიის მიერ და ბ) აკადემიური საბჭოს მიერ კონკურსის შედეგების დამტკიცება/გამარჯვებული პრეტენდენტის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა. ხსენებულიდან გამომდინარე სრულიად ნათელია, რომ წარმოებაში მონაწილე ორივე კოლეგიური ორგანო აღჭურვილია გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებით და აკადემიური საბჭოც, როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო, უფლებამოსილი და ვალდებულია გადაწყვეტილებები მიიღოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე - საკითხის შესწავლის, განხილვის საფუძველზე და დასაბუთების მითითებით. ზემოხსენებული წესის მე-8 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების საფუძველზე აკადემიური საბჭო ითხოვდა და ამჟამადაც, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებისათვის მოითხოვა საკონკურსო კომისიისაგან კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულფასოვანი დასაბუთება და საქმის გარემოებების, ფაქტების, მტკიცებულებებისა და არგუმენტების სრულფასოვანი შესწავლა, როგორც ამას ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილები, რათა თავად აკადემიურ საბჭოს ჰქონოდა სრულფასოვანი ფაქტობრივი და საკანონმდებლო საფუძველი საკითხის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესით დადგენილი პროცედურით განხილვისა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის (რის გამო ამჟამადაც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე მოწვეული იქნა აკადემიური საბჭოს სხდომაზე, თუმცა იგი სხდომაზე არ გამოცხადდა). საკონკურსო კომისიის მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული აკადემიური საბჭოს მითითებები მათ საქმიანობაში პროცედურული საკითხების პრობლემებთან დაკავშირებით და არ იქნა აღმოფხვრილი თავის საქმიანობაში არსებული ხარვეზები, არცერთ ჯერზე არ დაექვემდებარა სრულფასოვან შესწავლას და რეაგირებას (განსხვავებით საკონკურსო-სააპელაციო კომისიისგან, რომელმაც ამჟამად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას საკონკურსო კომისიის საქმიანობაში გამოავლინა მთელი რიგი პროცედურული დარღვევები და შეუსაბამობები), რის გამოც საკონკურსო კომისიის მუშაობის შედეგები არ შეიცავდნენ საქმის გარემოებების, ფაქტების, მტკიცებულებებისა და არგუმენტების სრულფასოვანი შესწავლის დადასტურებას, ასევე საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ისეთ დასაბუთებას, რომელიც დააკმაყოფილებდა კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტებით სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ დასაბუთების სტანდარტს და საშუალებას მისცემდა აკადემიურ საბჭოს დაყრდნობოდა საკონკურსო კომისიის მუშაობის შედეგებს, რათა თავად მიეღო კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიან წესთან შესაბამისობაში მყოფი გადაწყვეტილება. საკონკურსო კომისია მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად, აკადემიურ საბჭოს არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება გააუქმოს (ბათილად ცნოს) კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, საკონკურსო კომისიის ფუნქციების ფარგლებშიც დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს და ვერ იგულისხმებს იმას, რომ კომისიის საქმიანობა უკონტროლოა და კომისიას არ გააჩნდა და არ გააჩნია საქმის გარემოებების, ფაქტების, მტკიცებულებებისა და არგუმენტების სრულფასოვანი შესწავლის ვალდებულება და მისი საქმიანობის შედეგი და მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა იყოს სრულფასოვანი დასაბუთების გარეშეც კი. კომისიისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპების უგულვებელყოფის შესაძლებლობას, რადგან აღნიშნული იწვევს ისეთ პროცედურულ დარღვევებს, რომლებსაც შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინათ მიღებული გადაწყვეტილების სახეობასა და შინაარსზე, შესაბამისად კანონმდებლობასთან გადაწყვეტილების ფორმალური და შინაარსობრივი შესაბამისობის ხარისხზე. იქიდან გამომდინარე, რომ საკონკურსო კომისიის მიერ არაერთჯერ ყოველივე ზემოხსენებული გათვალისწინებული არ იქნა, აკადემიურ საბჭოს მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტების გათვალისწინებით, არ გააჩნია სხვა ბერკეტი,  გარდა იმისა, რომ დასრულებულად ჩათვალოს წარმოება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე არჩევის გადაწყვეტილების მიღებაზე ერთადერთი უფლებამოსილი და ამავე დროს, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი - მე-5 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის, 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ და ,,ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის  ,,პ“ და ,,წ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 26 ივლისის №63/2022 დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2022 წლის 20 სექტემბრის №17210/28 წერილის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 10 აპრილის №6 სხდომის ოქმის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118/2014 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-14 პუნქტის, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის N3ბ/2820-19 საქმეზე მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დასრულებულად ჩაითვალოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №99/01-01 ბრძანებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსი მათემატიკის დეპარტამენტისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) (პროფესორი - 1 საშტატო ერთეული) და აღნიშნული საკონკურსო ადგილი დარჩეს ვაკანტური.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 39/2023

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2021 წლის 9 სექტემბრის №74/2021 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 29 მარტის №8360/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 10 აპრილის №6 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ამოღებულ იქნეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2021 წლის 9 სექტემბრის №74/2021 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.


2. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს 2023 წლის პირველი ივლისიდან.

 

 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 38/2023

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2023 წლის 12 იანვრის №3/01-01 და №4/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2023 წლის 23 იანვრის №1/2023 დადგენილება) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 27.03.2023, №5819/10-02; 31.03.2023, №6235/10-02; 31.03.2023, №6258/10-02) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 10 აპრილის №6 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) კავკასიოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის კავკასიური ენების კათედრა:


ნოდარ არდოტელი - ასოცირებული პროფესორი;


ბ) დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის თარგმანმცოდნეობის კათედრა:


ლელა ებრალიძე - ასისტენტ-პროფესორი;


გ) თეორიული და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი:


ანა ლეთოდიანი - ასისტენტ-პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 37/2023

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2023 წლის 25 იანვრის №16/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2023 წლის 20 მარტის №27/2023 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 04.04.2023, №8993/32) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 10 აპრილის №6 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური ქირურგიის კათედრის (ბავშვთა ქირურგიის მიმართულება) ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს ირაკლი დავითაია.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 36/2023

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 2023 წლის 7 აპრილის №9429/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 10 აპრილის №6 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსში მონაწილეობისათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე გამონაკლისის სახით არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 35/2023

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, 2023 წლის 6 თებერვლის №25/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2023 წლის 9 თებერვლის №6/2023 დადგენილება) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 07.04.2023, №6559/28; 07.04.2023, №6552/28) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 10 აპრილის №6 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) ქიმიის დეპარტამენტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრა:


გიორგი ჯიბუტი - ასისტენტ-პროფესორი;


ბ) ბიოლოგიის დეპარტამენტის მორფოლოგიის კათედრა:


ელენე თავდიშვილი - ასისტენტ-პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 34/2023

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2023 წლის 21 მარტის №61/01-01 და №62/01-01  ბრძანებების, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის 2023 წლის 28 მარტის №8249/32 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 10 აპრილის №6 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს: 


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა)  გია ლობჟანიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თეიმურაზ დოჭვირი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ია კირვალიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მაია ბიწკინაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 
ე) თამარ ლეკაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა)  ნინო ჩიხლაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მაკა ჯორბენაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარიამ ჭიპაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 33/2023

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 431 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს ფორმირების (წევრების შერჩევისა და კრიტერიუმების  დამტკიცების) წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №117/2018 დადგენილების, თსუ-ს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს აპარატის 2023 წლის 29 მარტის №8393/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 10 აპრილის №6 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:


ა) სიმონ გელაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი;
ბ) ანასტასია ქიტიაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი;
გ) რუსუდან სანაძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
დ) ნატო ფიცხელაური - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ლია მაჭავარიანი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნიადაგების გეოგრაფიის კათედრის გამგე, პროფესორი;
ვ) ნანული დორეული - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი;
ზ) მორის შალიკაშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
თ) ზვიად აბაშიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ი) მედეა ბადაშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
კ) დარეჯან თვალთვაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ლ) ელენე მეძმარიაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
მ) ქეთევან ხუციშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ნ) ელიზბარ ნადარაია - თსუ-ს ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ალბათობის და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ო) როინ ჭედია - თსუ-ს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
პ) გიორგი ლომინაძე - თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ჟ) ლიანა გოგიაშვილი - თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
რ) გიორგი ბერულავა - თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ბიზნესის პრობლემათა კვლევის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ს) თამარ ებრალიძე  - თსუ-ს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
ტ) დიმიტრი პატარიძე - თსუ-ს კავკასიის ალ. თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის გეოეკოლოგიის და გამოყენებითი გეოქიმიის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
უ) თამარ ჯობავა - თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ფ) ნიკოლოზ ჯავახიშვილი - თსუ-ს ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი საქართველოს ისტორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში  (მისამართი:  ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 32/2023

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 23 იანვრის №1/2023 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიებისათვის  შემაჯამებელი ოქმების  დამტკიცებაზე უარის თქმისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიებისათვის დაბრუნების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის რექტორის 2023 წლის 12 იანვრის №3/01-01 და №4/01-01 ბრძანებების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2023 წლის 23 იანვრის №1/2023 დადგენილება) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 09.03.2023, №4523/10-02; 09.03.2023, №4578/10-02; 09.03.2023, №4506/10-02) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 20 მარტის №5 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.  უარი ეთქვათ საკონკურსო კომისიებს მათ მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებაზე.
2. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით, დაევალოთ საკონკურსო კომისიებს უზრუნველყონ შემაჯამებელი ოქმების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის’’ მოთხოვნათა დაცვით  წარმოდგენა. 


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 31/2023

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის  მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 2023 წლის 6 მარტის №5701/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 20 მარტის №5 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსში მონაწილეობისათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე გამონაკლისის სახით არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 30/2023

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ1“ ქვეპუნქტის, 293 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ1" ქვეპუნქტის, 235 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის 2023 წლის პირველი მარტის №5393/10 კორესპონდენციისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 20 მარტის №5 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე დამტკიცდეს დიმიტრი კორძაია.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4.  დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 29/2023

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2023 წლის 15 თებერვლის №31/01-01 ბრძანების, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2023 წლის 14 მარტის №6620/29 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 20 მარტის №5 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) მანანა ლობჟანიძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მიხეილ ჩიკვილაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ კბილაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ლეილა ღუდუშაური - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) გიორგი ცაავა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) ნაზირა კაკულია - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მარინა მაისურაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნატო კაკაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 28/2023

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2023 წლის 25 იანვრის №16/01-01 ბრძანების, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის 2023 წლის პირველი მარტის №5382/32 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 20 მარტის №5 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს: 


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია:


ა)  გია ლობჟანიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მაია ხუბუა - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ია კირვალიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) თეიმურაზ დოჭვირი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) მაია ბიწკინაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა)  ნინო ჩიხლაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მაკა ჯორბენაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარიამ ჭიპაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 27/2023

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2023 წლის 6 მარტის №49/01-01 ბრძანების, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2023 წლის 16 მარტის №6884/30 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 20 მარტის №5 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) მარი წერეთელი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ხათუნა მაისაშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნანული ტალახაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ნათია კუპრაშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი;
ე)  დომნა კარანაძე - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) რევაზ ჭიჭინაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნათია სვანიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ხათუნა კაჭარავა - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 26/2023

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 20 მარტის №5 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შერჩეულ იქნეს შოთა ფოთოლაშვილის კანდიდატურა.


2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 25/2023

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა  და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2023 წლის 9 მარტის №6074/10, №6107/10 და 2023 წლის 10 მარტის №6153/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 20 მარტის №5 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით №2 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა  “ (დანართი №2);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით №4 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი №4);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 88 ქვეპუნქტით №294 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №294);
დ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-10 ქვეპუნქტით №10 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “ინფორმაციული სისტემები“ (დანართი №10);
ე) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით №34 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა” (დანართი №34);
ვ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით №35 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ–რუსულენოვანი)” (დანართი №35);
ზ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით №36 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება” (დანართი №36);
თ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით №37 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “სოციოლოგია” (დანართი №37);
ი) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით №38 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური მუშაობა” (დანართი №38);
კ) II ნაწილის „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტით №40 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია” (დანართი №40);
ლ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით №41 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “საერთაშორისო ურთიერთობები” (დანართი №41);
მ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 45-ე ქვეპუნქტით №45 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “მედიის კვლევები“ (დანართი №45);
ნ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 59-ე ქვეპუნქტით №59 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “სოციალური მუშაობა“ (დანართი №59);
ო) II ნაწილის „გ“ პუნქტის 63-ე ქვეპუნქტით №63 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი №63);
პ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 64-ე ქვეპუნქტით №64 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა“ (დანართი №64);
ჟ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 65-ე ქვეპუნქტით №65 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“ (დანართი №65);
რ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 663 ქვეპუნქტით №219 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ (დანართი№219);
ს) II ნაწილის „გ“ პუნქტის 666 ქვეპუნქტით №256 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კონფლიქტოლოგია“  (დანართი №256);
ტ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 667 ქვეპუნქტით №258 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება“ (დანართი №258);
უ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6610 ქვეპუნქტით №295 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №295);
ფ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6613 ქვეპუნქტით №305 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა "ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ (დანართი №305).
ქ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით №78 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი №78);
ღ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 79-ე ქვეპუნქტით №79 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“ (დანართი №79);
ყ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით №81 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი №81);
შ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 832 ქვეპუნქტით №289 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუმიერის უნივერსიტეტის  - ლიონ 2 (საფრანგეთი) ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი““ (დანართი №289);
ჩ) III ნაწილის „გ“ პუნქტის 86-ე ქვეპუნქტით №86 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“ (დანართი №86);


2. შევიდეს ცვლილება აკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის „დ“ პუნქტის 768  ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„768.  კონფლიქტოლოგია (დანართი №257);“.


3. შევიდეს ცვლილება რეაკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების III ნაწილის „ა“ პუნქტით №79 დანართად დამტკიცებულ საბაკალავრო პროგრამაში  „ტურიზმი“ და იგი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №79).


4. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
6. დადგენილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული დანართი ამოქმედდეს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან. 
7. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 24/2023

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 დეკემბრის №143/2017 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 21 თებერვლის №4515/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 27 თებერვლის №4 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ამოღებულ იქნეს “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 დეკემბრის №143/2017 დადგენილების 1.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.


2. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს 2023 წლის პირველი მარტიდან.

 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 23/2023