რუმინეთის მთავრობა, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF) თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს კვლევითი სტიპენდიის „Eugen Ionescu“ მოსაპოვებლად 2025–2026 აკადემიური წლისთვის.
„ეჟენ იონესკუს“ მობილობის პროგრამა საშუალებას აძლევს ფრანგულენოვან მკვლევრებსა და მასწავლებლებს განავითარონ პროფესიული კომპეტენციები რუმინეთში, AUF-ის წევრ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მობილობის პერიოდი: 2026 წლის 1 მაისი – 2026 წლის 31 ივლისი
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა:: 2025 წლის 30 ნოემბერი
დეტალური ინფორმაცია მოცემულია შემდეგ ბმულზე
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გააგზავნეთ ელექტრონული შეტყობინება მისამართზე: bourses-ei@auf.org