Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის პოზიციაზე 

ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1180 (ათასასოთხმოცი) ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).

 

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:ა) ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება;
ბ) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სამეურნეო სფეროში);
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Word, Excel)  ცოდნა;
აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
ბ) დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
გ) დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
დ) გუნდური მუშაობისა და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ვ) სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

ფუნქცია/მოვალეობები:
ა) უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში და მის პერიმეტრზე სანიტარულ - ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფა.
ბ) კორპუსში განთავსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა - შენახვაზე და მოძრაობაზე კონტროლის განხორციელება.
გ) გახარჯული მასალების დადგენილი წესის შესაბამისად დოკუმენტაციის მომზადება.
დ) ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ - ცნობის წარმოდგენა ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში;

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორი“.