სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აქტივების მონიტორინგის მიმართულებით (კორპორაციული რისკების დეპარტამენტში).
მდებარეობა: მცხეთა / თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:
· გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
· პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.
სტაჟირების მანძილზე, სტაჟიორს შესაძლებლობა ექნება გამოცდილება მიიღოს შემდეგი მიმართულებით:
· მოძრავი ქონების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა;
· აქტივების ადგილზე დათვალიერება, ვიზუალური დოკუმენტირება (ფოტო/ვიდეო მასალა) და მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნების შედგენა;
· მონაცემთა ბაზებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის შექმნა, განახლება და ადმინისტრირება;
· მოძრავი ქონების ბაზრის კვლევასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება;
· რეპორტების მომზადება და წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
· სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
· სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე;
· Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული