![](https://tsu.ge/assets/media/files/36/library/authors/2023/mach/დავით ზურაბიშვილი.jpg)
დავით ზურაბიშვილი
პოლიტიკოსი
დაბადების თარიღი 1957
1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1979- 1981 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომელად. 1981-1990 წლებში იყო მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმნისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის რედაქტორად. 1990-1991 წლებში იყო გამომცემლობა „იანუსის“ რედაქტორი, 1995-1996 წლებში - გაზეთ „არგუმენტის“ რედაქტორი, 1996- 1997 წლებში - მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ბიულეტენ Georgia Profile-ის რედაქტორი. არის პოლიტიკის, ეკონომიკისა და ლიტერატურის შესახებ არსებული სტატიების ავტორი.