Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კურსდამთავრებულთა კლუბი

მისია

ჩვენ გვაქვს პრივილეგია წარმოვადგენდეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, სწორედ ამიტომ ვიღებთ ვალდებულებას ჩამოვაყალიბოთ საზოგადოება, რომელიც  დაეხმარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კარიერულ წინსვალასა და განვითარებაში.

საზოგადოების მისიაა შექმნას მხარდამჭერი სოციალური წრე, რომლის წევრებსაც შეუძლიათ გააზრიარონ ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობები, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტთა პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებას.

კლუბის საქმიანობა ეფუძნება უნივერსიტეტის მისიას და წევრთა პროფესიული ეთიკის სტანდარტებს.

ჩვენ გვწამს, რომ წევრების ძალისხმევა საუნივერსიტეტო საზოგადოებაზე პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს.

ღირებულება

  • წევრთა პროფესიონალიზმი
  • მოხალისეობრივი პრაქტიკა
  • მრავალფეროვნება და ინლკუზია
  • თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა
  • გამჭირვალეობა და ანგარიშვალდებულება

მიზანი

  • კურსდამთავრებულებთან უწყვეტი პროფესიული კავშირი
  • სტუდენტთა კარიერული განვითარების მხარდაჭერა
  • უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერა
  • გამოცდილებისა და რესურსების გაზიარება
  • პროფესიული კონტაქტების გაფართოება
  • პოზიტიური გავლენის მოხდენა შრომის ბაზრის ტენდენციებზე
  • უნივერსიტეტსა და დამსაქმებელს შორის თანამშრომლობის გაძლიერება

ვინ შეიძლება იყოს კურსდამთავრებულთა კლუბის წევრი

აქტიური წევრი - შეიძლება იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელმაც ნებისმიერი აკადემიური საფეხური დაასრულა კლუბში გაწევრიანებამდე ბოლო 10 წლის განმავლობაშიმუშაობს მინიჭებული კვალიფიკაციის ან/და მომიჯნავე სფეროშიაქტიურად არის ჩართული კლუბის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში წლის განმავლობაში ანხორციელებს კლუბის მიზნების შესაბამის აქტივობებს

კლუბის მეგობარი -შეიძლება იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი კურსდამთავრებული, რომელსაც სურვილი აქვს ჩაერთოს კლუბის საქმიანობაში და რომელმაც ნებისმიერი აკადემიური საფეხური დაასრულა 10 წელზე მეტი ხნის წინ.

კლუბის საპატიო წევრი -საპატიო წევრის გამოვლენა მოხდება კლუბის აქტიური წევრების მიერ, ყოველწიურად კონკურსის საფუძვეზე საპატიო წევრის გამოსავლენად საჭიროა კლუბის წევრმა  განახორციელოს მიზნების შესაბამისი აქტივობები, რომელსაც სტუდენტის(ების) კარიერულ განვითარებაზე და/ან კლუბის განვითარებაზე ექნება პოზიტიური გავლენა

კურსდამთავრებულთა კლუბის სამოქმედო გეგმა

კურსდამთავრებულების მიერ საკუთარი ცოდნის, კონტაქტებისა და გამოცდილების გაზიარება შემდეგი აქტივობებით:

  • კურსდამთავრებულთა მიერ საკუთარი კომპანიებისა და სამუშაო სპეციფიკის გაცნობა
  • კურსდამთავრებულთა მიერ საკუთარ კომპანიებში სტუდენტთა ვიზიტების კოორდინირება
  • კარიერის საკითხებზე საჯარო ლექციებიში, სემინარებში, ვორკშოპებსა და პანელურ დისკუსიებში კლუბის წევრების მონაწილეობა
  • სამუშაოსა და სტაჟირების ძიების პროცესში კონსულტირება
  • კურსდამთავრებულის მიერ პროფილის შესაბამისი სტუდენტის ინდივიდუალური და ჯგუფური კარიერიული მხარდაჭერა (მენტორინგი)
  • კურსდამთავრებულის მიერ სტუდენტებისთვის პირადი კარიერული გზის და გამოცდილება გაზიარება
  • შესაძლებლობის ფარგლებში სტუდენტებისათვის რეკომენდაციის გაწევა
  • კარიერის აქტუალურ  საკითხებზე ონლაინ პლატფორმაზე ინფორმაციის გაზიარება
  • კარიერისა და დასაქმების ფორუმებში მონაწილეობა

სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი  მხარს უჭერს ,,კურსდამთავრებულთა კლუბს“ და უზრუნველყოფს:

  • კლუბის წევრებს შორის უწვეტ კომუნიკაციას
  • კლუბის ყოველწიური საერთო შეხვედრის ორგანიზებას
  • კლუბის მიზნებიდან გამომდინარე წევთა მიერ ინიცირებული სხვადასხვა აქტივობების ადინისტრაციულ მხარდაჭერას
  • აცნობს საუნივერსიტეტო საზოგადოებას კლუბის წევრებს
  • კლუბის წევრებისათვის საუნივერსიტეტო სერვისების შეთავაზებას
  • კომპანიების უნივერსიტეთან თანამშრომლობას

კლუბის წევრობისთვის გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია

თარიღი: 27/10/2025