ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტეხასის უნივერსიტეტთან (UT Dallas, აშშ) თანამშრომლობის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს საქართველოში აკრედიტებული საჯარო კვლევითი უნივერსიტეტების ახალგაზრდა პროფესორებისა (რომლებმაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვეს არაუადრეს 2020 წლის 1 იანვრისა) და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის. პროგრამა მიზნად ისახავს კვლევითი უნარებისა და პროფესიული კავშირების განვითარებას.
კონკურსი განკუთვნილია ქვემოთ მოცემული აკადემიური მიმართულებების დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის:
- ბიოლოგია
- ბიზნესი და მენეჯმენტი
- ქიმია
- კომპიუტერული მეცნიერებები
- ეკონომიკა
- ელექტრონული ინჟინერია
- გეოგრაფია
- გეოლოგია
- მათემატიკა
- ფიზიკა
- სოციალური ფსიქოლოგია
- ჰიდროლოგია
განაცხადის მიღების ვადა: 2025 წლის 25 ნოემბერი – 2026 წლის 30 იანვარი (ჩათვლით)
დაინტერესების შემთხვევაში, დეტალური ინფრომაცია იხილეთ აქ
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, სააპლიკაციო ფორმის ჩათვლით, მოცემულია შემდეგ ვებ-გვერდზე.