შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ფიზიკოსის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
· მაგისტრის დიპლომი გამოყენებითი ფიზიკის მიმართულებით;
· სამედიცინო ფიზიკოსად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
· რადიაციული უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა;
· ინგლისური ენის და საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
· ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
· პასუხისმგებლობის მაღალი დონე და გუნდურად მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
· სამედიცინო აპარატურის ფიზიკური პარამეტრების ხარისხის კონტროლი და კალიბრაცია;
· რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
· ტრენინგების ჩატარება სამედიცინო პერსონალისთვის რადიაციული უსაფრთხოების, აპარატურის გამოყენებისა და ხარისხის კონტროლის საკითხებზე და შესაბამისი პროტოკოლების მომზადება;
· ახალი მეთოდების დანერგვა კლინიკურ პრაქტიკაში;
· ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამებში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
დამატებითი ინფორმაცია:
· სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე;
· მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა N 13.
ბენეფიტები:
· ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევა და Fitpass;
· ერთჯერადი ფინანსური დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევებში (ქორწინება, შვილის დაბადება);
· პროფესიული და ზოგადი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ტრენინგები;
· მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში/სემინარებში;
· სწავლის დაფინანსება.
>> სარეგისტრაციო ბმული <<