Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 25/09/2025 - 07/10/2025

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ექთნის თანაშემწე

 

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. პაციენტებს ვთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს, რომელთა ხარისხიც საერთაშორისო ანალოგებთან სრულ შესაბამისობაშია.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.

მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33

სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა 4 დღეში ერთხელ 24 სთ

განყოფილება: სტაციონარი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;

ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;

პაციენტის ტრანსპორტირება;

საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი და გამოაგზავნეთ რეზიუმე.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<