BDO Digital არის BDO Georgia-ს ბრენდი, ციფრული პროდუქტების და ტექნოლოგიური მომსახურებების ლიდერი ინტეგრატორი კომპანია, რომელიც 2004 წლიდან ბიზნესს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო მომსახურებას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს.
BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება: 13:00 – 14:00
ფუნქცია/მოვალეობები:
ფუნქციონალის ტესტირება ტესტირების სცენარების მიხედვით
ტესტირების სცენარების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
სისტემური ტესტირების განხორციელება და ტესტირების შედეგების ანალიზი
პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების დოკუმენტირება და შესაბამისი პირებისთვის წარდგენა
მსგავსი პროდუქტების, სიახლეებისა და ალტერნატივების მოკვლევაში მონაწილეობის მიღება
სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან გამოყენებითი მათემატიკის განხრით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები)
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
სასურველია ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
თანამედროვე ტექნოლოგიებთან/პროგრამულ უზრუნველყოფებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
გუნდურად მუშაობის უნარი
ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: ანაზღაურებადი სტაჟირება - უმცროსი Q&A ტესტერი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26.01.2026