PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში.
მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოგვიერთდით!
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ლაბორანტის/მიკრობიოლოგის პოზიციაზე რძის პროდუქტების საწარმოში, ფონიჭალაში.
ძირითადი მოვალეობები:
▪ ახორციელებს ნიმუშების აღებას, ამზადებს ნიმუშებს რძეზე და რძის პროდუქტებზე კვლევის საწარმოებლად
▪ ახროციელებს რძის და რძის პროდუქტების მიკრობიოლოგიურ ანალიზს დადგენელი კვლევის მეთოდებისა და ტექნოლოგიურ პროცესებზე არსებული ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად.
▪ ატყობინებს ხარისხის მართვის მენეჯერს საკონტროლო მაჩვენებლების ნებისმიერ გადახრაზე.
▪ ახორციელებს აღჭურვილობის გასარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების კონცენტრაციის კონტროლს.
▪ უზრუნველყოფს ლაბორატორიის ჭურჭლის რეცხვას კვლევების ჩატარების შემდგომ და ამზადებს მას მომდევნო სამუშაოსთვის.
▪ აწარმოებს დეტალურ ლაბორატორიული ჟურნალს და სხვა დოკუმენტებს რძეზე და რძის პროდუქტებზე.
კანდიდატის პროფილი:
▪ პროფესიული/ უმაღლესი განათლება ქიმიის/მიკრობიოლოგიის მიმართულებით
▪ სამუშაო გამოცდილება ლაბორატორიულ საქმიანობაში, სასურველია საწარმოში
▪ სურსათის უვნებლობის AIB, GMP, HACCP, ISO 22 000 FSSC სტანდარტების საბაზისო ცოდნა
▪ სასურველია ინგლისურის ცოდნა
▪ დეტალებზე ორიენტირების უნარი
▪ ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტირების უნარი
რას გთავაზობთ:
▪ საწარმოს ლაბორატორიაში ღირებული პრაქტიკული გამოცდილების მიღება და განვითარება
▪ ადგილმდებარეობა: თბილისი, ფონიჭალა
▪ სამუშაო გრაფიკი: 12 სთ-იანი დღისა და ღამის ცვლები
▪ ანაზღაურება: 1900 ₾
▪ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი
▪ ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
▪ კვება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 20 დეკემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.