Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ვაკანსია: Vacancy – Junior Real Estate Valuer
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 28/07/2025 - 15/08/2025

კოლიერსი უძრავი ქონების სერვისების საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან ოპერირებს. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ სერვისებს შორის ერთ-ერთი უძრავი ქონების შეფასების მიმართულებაა.

 

შეფასების გუნდი მუშაობს როგორც საჯარო, ისე კერძო კომპანიებთან, ბანკებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან. მთავარი მიზანი უძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულების დადგენაა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უძრავი ქონების ბაზრის ინვესტორებისა და კრედიტორების გადაწყვეტილებებზე.

 

უძრავი ქონების ღირებულების დადგენა დისციპლინირებული პროცესია, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ბიზნესზე. არგუმენტირებული შეფასება აუცილებელი ნაბიჯია ინვესტიციის, სესხის მიღებისა და ქონების შეძენის პროცესში.

 

დღეისათვის კოლიერსის შეფასების გუნდში ახალ ტალანტებს ვეძებთ. გუნდის მიზანი ახალი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ცოდნის გაზიარება და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაა.

- ამ პოზიციაზე არ არის აუცილებელი უძრავი ქონების შეფასების მიმართულებით გამოცდილების ქონა.

- შერჩეული კანდიდატი გაივლის 3 თვიან გამოსაცდელ პერიოდს.

 

ეფექტური სამუშაო პროცესის წარსამართად ჩვენი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

• განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

• ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ Upper Intermidiate დონეზე (Report writing შეფასების პროცესის ნაწილია)

• Excel მაღალ დონეზე ცოდნა

• Microsoft-ის სხვა პროგრამები Word, PowerPoint, Outlook

• გუნდურად მუშაობის უნარი

• დეტალებზე ორიენტირებულობა

• პასუხისმგებლიანობა

• Deadline-ის მართვა

 

შერჩევის პროცესი 2 ეტაპიანია:

1. გაცნობითი გასაუბრება კოლიერსის ოფისში - დეტალურად გაგაცნობთ ვაკანსიას, განვიხილავთ სახელფასო მოლოდინებს, ვისაუბრებთ თქვენს ინტერესებზე, პროფესიულ გამოცდილებაზე)

2. ტესტირება ინგლისურში და Excel-ში (სავალდებულო ფორმულები : sum, sumif, average, count, if, pivot table, data validation, vlookup, formatting)

 

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ მეილზე: natalia.gelovani@colliers.ge Subject: Real Estate Valuer Vacancy

 

გაიგეთ მეტი კოლიერსის შესახებ > About Colliers