კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
25/02/2026 - 18/03/2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდიაში ვეძებთ კრეატიულ მულტიმედია კონტენტ კრეატორსა და ედითორს, რომელიც შეძლებს სკოლის ღონისძიებებისა და პროექტების ფოტო/ვიდეო გადაღებას, მასალის დამუშავება-მონტაჟს, ასევე პრომო რგოლებისა და კლიპების შექმნას.
კანდიდატს უნდა აინტერესებდეს თანამედროვე AI ინსტრუმენტები და მათი გამოყენება კონტენტის წარმოებაში.
ძირითადი მოვალეობები
- სკოლის ღონისძიებების, აქტივობებისა და ინტერვიუების ფოტო/ვიდეო გადაღება
- ვიდეო მონტაჟი და პოსტპროდაქშენი (ტაიმლაინი, ტიტრები, სუბტიტრები, ფერი, ხმა)
- ფოტოების დამუშავება/რეტუში (Photoshop/Lightroom ან ანალოგები)
- მოკლე კლიპების, რილსების, პრომოების და სოციალური მედიის კონტენტის შექმნა
- სტუდიის ხელმძღვანელთან და კომუნიკაციების გუნდთან კოორდინაცია (ბრიფების/დედლაინების დაცვა)
- მასალების არქივირება, ორგანიზება და ფაილების სწორი სახელდების სტანდარტების დაცვა
- საჭიროებისამებრ ლაივ/მრავალკამერიან გადაღებებში ჩართვა
მოთხოვნები
- ვიდეო მონტაჟის გამოცდილება (Premiere Pro / DaVinci Resolve / Final Cut ან მსგავსი)
- ფოტო დამუშავების ცოდნა (Photoshop / Lightroom ან მსგავსი)
- კამერასთან მუშაობის საბაზისო/საშუალო დონე (კომპოზიცია, განათება, ხმა)
- კრეატიული ხედვა და ვიზუალური გემოვნება
- პასუხისმგებლობა, დისციპლინა და გუნდური მუშაობის უნარი
- AI ინსტრუმენტების გამოყენება სამუშაო პროცესში (მაგ.: ქაფშენები/სუბტიტრები, ხმასთან მუშაობა, იდეების გენერაცია, სწრაფი დიზაინ-ვერსიები) -უპირატესობა
სასურველია (მაგრამ არა სავალდებულო)
- Motion graphics/ანიმაცია (After Effects ან მსგავსი)
- გრაფიკული დიზაინის საბაზისო უნარები (Canva/Figma და სხვ.)
- სოც. მედიის ფორმატების ცოდნა (Reels/TikTok/YouTube Shorts)
- ინგლისურის ცოდნა
რას გთავაზობთ
- საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობა სასკოლო გარემოში
- პროფესიონალურ სტუდიასთან თანამშრომლობა და განვითარება
- მეგობრული გუნდი და კრეატიული თავისუფლება
>> სარეგისტრაციო ბმული <<