Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 25/02/2026 - 10/03/2026

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „Loialte“ აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.
„Loialte“ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს
(www.loialte.com.ge)
„Loialte“ პირველი ქართული ბრენდია ზემოაღნიშნულ სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას,
რომ „Loialte“-ში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონისა და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას
მომხმარებლისთვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 იურიდიული დეპარტამენტის მიმდინარე საქმეებში ჩართულობა, შესწავლა, ანალიზი და მენტორის დახმარებით შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის და არამხოლოდ, ხელშეკრულებების, შეთანხმებების, სარჩელების, წერილების და სხვ.) მომზადება;
 საკანონმდებლო სიახლების გაცნობა, დამუშავება და სამუშაო პროცესში გამოყენება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 სამართალმცოდნეობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (შესაძლოა განხილულ იქნას მე-3 კურსელიც).
უნარები:
 კრიტიკული აზროვნება
 ინფორმაციის/მონაცემთა შეგროვება და ანალიზი
 სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაცია
 გამართულად მეტყველება და წერა
 გუნდური მუშაობა
სტაჟირების პირობები:
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვიდან 6 თვემდე ვადით (სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში განიხილება დასაქმების შესაძლებლობა)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 19:00 საათი
(სტუდენტებთან მიმართებით მოქმედებს მოქნილი სამუშაო განრიგი)
სტაჟირება: ანაზღაურების გარეშე
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე:
career@loialte.com.ge . სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში“.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს „ლოიალტე“ (ს/კ 405277347) მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.
მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და  განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე career@loialte.com.ge შეტყობინების გაგზავნის გზით.