გია ჟორჟოლიანი
პოლიტიკოსი
დაბადების თარიღი 1954
მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი.
ჟორჟოლიანი გია დაიბადა 1954 წელს, ქ.თბილისში.
1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ირანის ქალაქები XI საუკუნეში".
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი. თსუ-ს პროფესორი.
იანი წლების ბოლოდან აქტიურად ჩაერთო საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში;
1992-95 წწ. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა პარლამენტის კვლევითი სამსახური, რომელიც ახორციელებს პარლამენტის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას;
1992-1995 წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით;
1995 წელს დატოვა პოლიტიკა და დაუბრუნდა მეცნიერულ და საზოგადოებრივ მუშაობას.
ჟორჟოლიანი გია არის მრავალი სამეცნიერო სტატიის, ნაშრომის ავტორი:
1. პოლიტიკური სოციოლოგია. (რედაქტორი).,სმარტი 1999. 299 გვერდი
2. პოლიტიკური ინსტიტუტები: ანალიზი (ავტორი). - თბილისი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 42გვ.. - ISBN: 99940-872-8-2
3. დემოკრატიზაცია, საზოგადოებები გარდამავალ პერიოდებში: დემოკრატიზაცია თანამედროვე სამყაროში (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 2001. - 194გვ.. - ISBN: 99928-891-9-5
4. ირანის ქალაქები XI ს-ში (ნასერ ხოსროუს “საფარ ნამეს” მიხედვით) თბ.1982,179 გვერდი.
შედარებითი პოლიტიკა =Comperative Politics.. თბ.,2022, 72 გვერდი.
5. გლობალიზაციის ახალი გამოწვევები მემარცხენეობისათვის: ზოგადი ტენდენციები და საქართველო. ჟან ჟორესის ფონდი (საფრანგეთი); 2007 წ. 159 გვერდი.
6. პოსტ-საბჭოთა საქართველოს ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაცია: თბ.2024 წ.414 გვ.
7. ძალაუფლება, სახელმწიფო, დემოკრატია, 2024 წ. 149 გვერდი.