geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტაჟიორი - სახელფასო ორგანიზაციების მართვის გუნდი, საოპერაციო მიმართულება

 

თბილისი, საქართველოთანამშრომლები ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობენ

სტაჟირება

მდებარეობა/Location: სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: მოქნილი გრაფიკი

 

კომპანიის აღწერა

  • ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
  • ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
  • მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

 

სამუშაოს აღწერა

  • შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც პასუხისმგებელია სახელფასო ორგანიზაციებთან მუდმივ კომუნიკაციაზე, სახელფასო პროექტების რეგისტრაციის მხარდაჭერასა და მასთან დაკავშირებული პროცესების სრულ კოორდინაციაზე.

 

შენი, როგორც სტაჟიორის საქმიანობა იქნება:

  • სახელფასო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა
  • კომპანიის სახელფასო პროექტის რეგისტრაციის კოორდინაცია ბანკის პროგრამებში (COM, CRM)
  • კომპანიების ბარათების გახსნის პროცესის კოორდინაცია
  • არსებულ კლიენტებში ბარათების ამორთვის / განახლების პროცესის კოორდინაცია
  • არსებული სახელფასო ორგანიზაციების ტარიფების განახლება, ცვლილება (COM, CRM)
  • შიდა და გარე კომუნიკაციების მართვა
  • ყველა ამ პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის რეგისტრაცია, სრულყოფა და დაარქივება.

 

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • ხარ ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
  • ხარ დინამიური და გსურს ასეთივე გარემოში მუშაობა;
  • ხარ დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული, არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების, ამასთანავე გიყვარს ინიციატივების აღება;
  • ფლობ ინგლისურ ენას;
  • ფლობ MS Office პროგრამებს (Excel, Word, PowerPoint), პრიორიტეტულია Excel.
  • გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.  

 

დაინტერესების სემთხვევაში იხილეთ ბმული