Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტი „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“ წარმატებით დასრულდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის პროექტი „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“ წარმატებით დასრულდა.

 

პროექტის განმავლობაში პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში. ინტელექტუალურ მარათონში, რომელსაც საქართველოს ინტელექტ-კლუბის “რა? სად? როდის?” წევრები ირაკლი ვეშაგურიძე და ვალერი მინდელი უძღვებოდნენ, ჩართული იყო 11 სტუდენტური გუნდი, მათ შორის 6 თბილისის და 5 ქუთაისის ლოკაციებიდან. ფინალური ეტაპი ქუთაისში გაიმართა, სადაც გამარჯვება პროფესიული პროგრამის “Front end დეველოპმენტი“ (თბილისი) სტუდენტების გუნდმა „ფრონტი“ მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის წევრებს სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.

 

პროექტის ფარგლებში სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია-დისკუსიები.

 

პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება შემეცნებითი ლექცია-ექსკურსია შიდა ქართლში შედგა, სადაც პროფესიულმა სტუდენტებმა  უნიკალური ისტორიული ძეგლები მოინახულეს. ატენის სიონში, სამწვერისის ციხე-დარბაზსა და ყინწვისის მონასტერში ვიზიტის მიზანი საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების, ასევე შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მისი პოპულარიზაცია იყო. სტუდენტებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ ქართული კულტურის უნიკალურ მხარეებს, ისტორიული ძეგლების თავისებურებებს.

 

პროექტის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცათ თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ბრენდირებული ნივთები.

 

პროექტი „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა, რამდენიმე აქტივობას მოიცავდა და პროფესიული სტუდენტების პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად ექსტრაკურიკულური აქტივობებში და შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებდა.

თარიღი: 16/06/2025