geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული განათლების ცენტრი უნარებისა და ინოვაციების ფორუმზე

პროფესიული განათლების განვითარების, მომავლის უნარების, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და პროფესიულ განათლებაში ხელოვნური ინტელექტის როლის შესახებ  საკითხებზე სამსჯელოდ განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ უნარებისა და ინოვაციების ფორუმზე, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრიც იყო წარმოდგენილი.

 

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრიდან ფორუმში მონაწილეობდნენ ინტერნაციონალიზაციის მენეჯერი ნათია გაბრიჭიძე, და ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი თინათინ კახნიაშვილი.

 

ფორუმზე განათლებისა და ბიზნესის სექტორებში არსებული თანამედროვე ტენდენციებისა და პერსპექტივების განხილვასთან ერთად, დრო დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის შსაძლებლობებს, პროფესიული კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას.

 

“უნარებისა და ინოვაციების ფორუმი 2026”  SKILLWILL Swiss College-ში 28 მაისს გაიმართა.

 

თარიღი: 29/05/2026