ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენლები და პროფესიული სტუდენტები ქუთაისში World Vision საქართველოს მიუსაფარ ბავშვთა ცენტრს ეწვივნენ.
ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სტუმრებმა World Vision საქართველო ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა დღისა და 24 საათიანი მომსახურეობის ცენტრს ბავშვებისათვის სათამაშოები, ტკბილეული და პროდუქტები გადასცეს.
თსუ პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა და პროფესიულმა სტუდენტებმა ბავშვების მიერ ორგანიზებულ მხიარულ სტარტების შეჯიბრში მიირეს მონაწილეობა.