geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 25/08/2026 - 31/08/2026

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ადმინისტრაციული მიმართულებით (რეაბილიტაციისა და პრობლემური აქტივების მართვის განყოფილებაში).

 

მდებარეობა: თბილისი; ა.ყაზბეგის გამზირი 12ა

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

სტაჟირების ხანგრძლივობა: 10 თვე

 

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:

·       გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;

·       პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;

·       თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

·       კორესპონდენციების - წერილების მომზადება;

·       ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობა;

·       PRRL-დეპარტამენტისთვის საბუთების შეგროვება-მიწოდება;

·       იურიდიული და ფიზ. პირების მომსახურებასთან დაკავშირებული კორესპონდენციების მართვა და დავალებების შესრულება;

·       გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·       უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

·       ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

·       Microsoft Office პროგრამების ცოდნა საბაზისო-სამომხმარებლო დონეზე.

 

დამატებითი უნარ-ჩვევები:

·       ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

·       დროის ეფექტურად მართვის უნარი;

·       გუნდური მუშაობის უნარი.

 

>> რეგისტრაცია <<