სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.76მ
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
· ჯანმრთელობის დაზღვევას
· დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
· მომხმარებლისთვის მინდობილობების გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
· ლიზინგის მენეჯერის მოთხოვნის შესაბამისად, მომხმარებლისთვის გაფრთხილების წერილების მომზადება და გაგზავნა;
· მომხმარებლისთვის წერილების და ცნობების მომზადება/გაცემა;
· მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად დოკუმენტაციის გაგზავნა (გრაფიკები და ხელშეკრულებები);
· ხელშეკრულებების, გრაფიკების ცვლილება/განახლება;
· აქტივების გაფორმების პროცესის უზრუნველყოფა;
· მოსაწოდებელი აქტივების ვადების კონტროლი;
· სოფლის მეურნეობის სააგენტოსთან და აწარმოე საქართველოსთან რეპორტის წარმოება;
· პროცესების მართვასა და გაუმჯობესებაში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება;
· აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე;
· უპირატესობა მიენიჭება ფინანსურ სექტორში მიღებულ გამოცდილებას;
· ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
· Microsoft office პროგრამების ცოდნა (Excel, Word).
დამატებითი უნარ-ჩვევები:
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა.
>> სარეგისტრაციო ბმული <<