ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, და მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ჰელსინკის უნივერსიტეტში (ფინეთი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს: ეკონომიკა, იურიდიული
მობილობის პერიოდი: 2024 - 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.