geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰანიველ ცემენტი  ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. 

 

ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადების-თრეინი პროგრამის ფარგლებში ანგარიშგებისა და კონტროლინგის განყოფილებაში .

 

თრეინი პროგრამა წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, ჩაერთონ რეალურ ბიზნეს პროცესებში და განავითარონ პროფესიული უნარები, გამოცდილი მენტორების მხარდაჭერით. თუ გსურთ, კარიერის დაწყება დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

 

ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ან 10:00-19:00 საათი.

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

დასაქმების ხანგრძლივობა: 6 თვიანი სტაჟირება (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით)

 

შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება შემდეგ პროცესებში

  • ფინანსური მონაცემების ბაზების დამუშავება
  • ანალიტიკური რეპორტების წარმოება
  • ფინანსური აუდიტის პროცესები
  • ცემენტის ქარხნებისთვის KPI ანგარიშების მომზადება, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი
  • საწარმოო, გაყიდვების და ადმინისტრაციული გუნდების მხარდაჭერა ფინანსური მონაცემების ანალიზსა და ინტერპრეტაციაში
  • ფინანსური კალენდრის შესაბამისად ოპერატიული და მენეჯმენტისთვის განკუთვნილი ანგარიშების მომზადება
  • უშუალო ხელმძღვანელისგან, მენეჯმენტისგან და სხვა სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული მოთხოვნების შესაბამისად, სხვადასხვა რეპორტების ფორმირება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია აღნიშნული მიმართულებით 1 წლიანი გამოცდილება
  • ბაკალავრის ხარისხი ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • BI ანალიტიკის საბაზისო ცოდნა, Power BI / Tableau ან მსგავსი ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
  • სასურველია მონაცემთა ვიზუალიზაციის/რეპორტინგის გამოცდილება
  • ფინანსური ანალიზის, კონტროლინგის ან IFRS/IAS მიმართულების ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად.
  • MS Excell-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • მონაცემების ანალიტიკის იდეების გენერირება და ანალიტიკური დავალების დაწერა
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დროის ეფექტური მართვა
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს და კარიერული ზრდისთვის საჭირო ტრენინგებს;
  • სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის
  • კვების თანადაფინანსებას
  • დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას
  • ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში
  • კორპორატიულ სასაუბრო პაკეტსა და ულიმიტო ინტერნეტს;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით)

 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ანგარიშგებისა და კონტროლინგის უმცროსი სპეციალისტი (თრეინი პროგრამა)

 

გისურვებთ წარმატებას!