გინდა კარიერა საბანკო სფეროში დაიწყო? ცენტრალური რეპორტინგისა და მონაცემთა ანალიზის დეპარტამენტში სტაჟიორს ვეძებთ
ეს შესაძლებლობა შენთვისაა თუ შენ :
➡️ გიყვარს ანალიზი და კავშირების დანახვაც შენი ძლიერი მხარეა
➡️გაინტერესებს მონაცემებთან მუშაობა და გინდა გაიგო, როგორ იქცევა ციფრები რეალურ ბიზნეს გადაწყვეტილებებად საბანკო სფეროში
➡️იყენებ Excel-ს, Power BI-ს, SQL-ს და მზად ხარ ცოდნის გასაღრმავებლად
➡️ არ უშინდები კითხვების დასმას და დეტალებზე ორიენტირებაც გამოგდის
სტაჟირებისას შეძლებ:
- დაამუშავო და ანალიტიკა გაუკეთო მონაცემებს ბანკის მასშტაბით Excel-სა და SQL-ში
- შექმნა ავტომატური რეპორტები და ვიზუალიზაციები Power BI-ში
- ითანამშრომლებ IT და ბიზნეს გუნდებთან პროექტების ფარგლებში
- გაიგებ, როგორ ეხმარება მონაცემები ბანკს სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღებაში
რას გთავაზობთ:
- პირადი მენტორის მხარდაჭერას, რომელიც დაგეხმარება პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდაში
- შანსს, უკეთ გაიგო, რამდენად ახლოს არის შენთვის მონაცემთა ანალიზი და რეპორტინგი როგორც მომავალი კარიერული მიმართულება
- გარემოს, სადაც შენი კითხვები, ინიციატივა და განვითარების სურვილი მნიშვნელოვანია
- ანაზღაურებად სტაჟირებასა და გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას
გამოგვიგზავნე შენი CV ბმულზე 16 ივნისამდე - https://www.surveymonkey.com/r/JQ5XRWD