ვაკანსია:
საკონსულტაციო კომპანია ‘’Pb Services’’ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტერის თანამდებობაზე
კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
11/06/2026 - 26/06/2026
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი (10:00 – 18:00)
სამუშაო ადგილი: 3 დღე ოფისში , 2 დღე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში
ანაზღაურება: 2500-3500 ლარი (NET)
ძირითადი მოვალეობები:
- სრული საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა
- თვითღირებულების კალკულაცია: ნედლეულის, მასალებისა და მზა პროდუქციის თვითღირებულების დაანგარიშება და კონტროლი.
- მარაგების მართვა: საწარმოო მარაგების (ნედლეული, ნახევარფაბრიკატები, მზა პროდუქცია) მოძრაობის ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში.
- ჩამოწერები და გადაადგილებები: ნედლეულის წარმოებაში გადაცემის, დანაკარგებისა და წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა/ჩამოწერა.
- ინვენტარიზაცია: საწყობებსა და წარმოებაში პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ფაქტობრივი ნაშთების პროგრამულთან შედარება/კორექტირება.
- რეცეპტურების კონტროლი: პროდუქციის ტექნოლოგიური რუკებისა და რეცეპტურების მიხედვით ხარჯვის ნორმების კონტროლი.
- რეპორტინგი: წარმოების მოცულობის, დანახარჯებისა და მარაგების შესახებ ყოველთვიური ანალიტიკური რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
- წარმოებასთან დაკავშირებული საგადასახადო დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები) სრული წესრიგის უზრუნველყოფა.
- დეკლარაციების ჩაბარება,ფინანსური ანგარიშგების მომზადება და ჩაბარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით.
- მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების ბუღალტერიის მიმართულებით (სავალდებულოა)
- საგადასახადო კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა (განსაკუთრებით წარმოებისა და მარაგების ნაწილში).
- ბუღალტრული პროგრამების ცოდნა:1C,ბალანსი
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
- BAF (ACCA)-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.
- გუნდური მუშაობისა და საწარმოო ხაზის მენეჯერებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
- მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული