მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.76მ
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:
· გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
· პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· კლიენტისთვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზების გაკეთება;
· დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი;
· დაინტერესებული კლიენტებისგან საჭირო მონაცემების მიღება; მიღებული მონაცემების ხარისხის და შესაბამისობის კონტროლი;
· სალიზინგო პროექტის დამუშავება/ანალიზი და კომიტეტზე დამტკიცების პროცესში მონაწილეობა;
· ლიზინგის ხელშკერულების გაფორმებაში მონაწილეობა;
· ლიზინგის ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაციისა და ცვლილების მართვის პროცესში ჩართულობა;
· რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის და/ან ფინანსების ფაკულტეტის კურსდამთავრებული და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
· ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
· Microsoft Office-ის ფლობა საშუალო დონეზე (Excel, Word);
· სასურველია ფინანსების საბაზისო დონეზე ცოდნა;
· სასურველია მცირედი გამოცდილება გაყიდვების და/ან მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
· ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
· ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
· გუნდურობა;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული