კომპანია BDO Georgia აცხადებს ვაკანსიას მარკეტერის პოზიციაზე ბრენდისა და მარკეტინგის განყოფილებაში
კომპანია
BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი.
BDO Georgia-ს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
მარკეტერის პოზიციაზე თქვენ იქნებით პასუხისმგებელი ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაზე, განხორციელებასა და განათლების პროდუქტების კომუნიკაციაზე, BDO-ს ბრენდის ტონისა და სტილის დაცვით.
იმუშავებთ ცენტრალურ მარკეტინგის გუნდთან, ტრენერებთან და სხვადასხვა სერვის ლაინის წარმომადგენლებთან ერთად, რათა განახორციელოთ ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაციები, რომლებიც გააძლიერებს BDO Academy-ს პოზიციონირებას, როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.
ადგილმდებარეობა ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება
სამუშაო საათები
მარკეტერი
სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება: 13:00 – 14:00
აღწერა
ფუნქცია/მოვალეობები:
• BDO Academy-ს სასწავლო პროგრამებისა და ღონისძიებებისთვის ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების (IMC) დაგეგმვა, კოორდინაცია და განხორციელება.
• კამპანიების შედეგების მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება ჩართულობისა და ეფექტურობის შესახებ.
• მარკეტინგული პროექტების გრაფიკისა და კომუნიკაციის კოორდინაცია შიდა გუნდებსა და გარე პარტნიორებს შორის.
• ქონთენთის შემუშავების სრული ციკლის მართვა ციფრული არხებისა და სარეკლამო მასალებისთვის.
• სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა Meta-სა და Google Ads-ზე.
• BDO-ს გლობალური ბრენდის სახელმძღვანელოსთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება მარკეტინგის/კომუნიკაციების/ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით.
• მსგავს პოზიციაზე 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება(სამუშაო გამოცდილება ფორმალური ან/და არაფორმალური განათლების, ტრენინგების ან პროფესიული სერვისების სექტორში ჩაითვლება უპირატესად).
• სავალდებულოა Meta-სა და Google-ის სარეკლამო კამპანიების მართვის გამოცდილება.
• ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების (IMC) პრინციპების ცოდნა და მართვის უნარი.
• ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა (Meta Business Suite, Google Ads, Mailchimp, Canva და სხვ.).
• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია).
პიროვნული თვისებები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• ორგანიზებულობა
• გუნდურად მუშაობის უნარი
• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
• პროექტების მართვის უნარი
• კრეატიულობა
აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: >> სარეგისტრაციო ბმული <<
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24.10.2025
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.