![](https://tsu.ge/assets/media/files/36/library/authors/2023/mach/გურამ პეტრიაშვილი.jpg)
გურამ პეტრიაშვილი
მწერალი
დაბადების თარიღი 1942
1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს იყო საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეკვიზიტორი. რეჟისორის თანაშემწე, ასისტენტი, ტელესტუდიის ტელეოპერატორი, მწერალი, რეჟისორი, მსახიობი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.