Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში მზარეულის, მოლარე-კონსულტანტის, მიმტანის, ჭურჭლის მრეცხავის, დამლაგებლის (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად:

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში მდებარე კვების ობიექტი.

სულ 16 ვაკანსია;

ა) მზარეული - 4 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 2322 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით.

ბ) მოლარე კონსულტანტი - 6 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით.

გ) მიმტანი - 2 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით.

დ)ჭურჭლის მრეცხავი - 2 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით.

ე)დამლაგებელი - 2 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით

სამუშაო დღეები და საათები განისაღვრება პოზიციების შესაბამისად:

ა) მზარეული:  ორშაბათი - შაბათის ჩათვლით,  8:00 საათიდან 20:00 საათამდე დასვენების დღე კვირა.

ბ)მოლარე კონსულტანტი: თვეში 15 სამუშაო დღე,  9:30 საათიდან 20:00 საათამდე.

გ)მიმტანი: თვეში 15 სამუშაო დღე,  9:30 საათიდან 20:00 საათამდე.

დ)ჭურჭლის მრეცხავი: თვეში 15 სამუშაო დღე,  9:30 საათიდან 20:00 საათამდე.

ე)დამლაგებელი: თვეში 15 სამუშაო დღე,  9:30 საათიდან 20:00 საათამდე.

გასაუბრებაზე დაშვების მოთხოვნები:

ა) ავტობიოგრაფია;

ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

დაინტერესებული პირები გაივლიან გასაუბრებას 22 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მდებარე კვების ობიექტი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 555417031.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: ბრძ. N121/02-01 - 18.04.2024 წ.