პროფესიული განათლება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები


          2015 წლიდან თსუ ახორციელებს ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებულ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა შემუშავება განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და შემუშავების მეთოდოლოგიის, შრომის ბაზრისა და დასაქმებულთა გამოკითხვის ანალიზის საფუძველზე. მათი დამატება განხორციელდა მოდულური პროგრამების დანერგვისა და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უშუალო ხელშეწყობით. მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ახალი სტანდარტების და ჩარჩო დოკუმენტების შექმნის პროცესში მონაწილეობდნენ პროგრამის ხელმძღვანელები და პროგრამაში ჩართული პერსონალი. დანერგვის პერიოდში მოხდა ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროგრამების ადაპტირება.

თსუ-ში ხორციელედება ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული 8 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:

•    ბიბლიოთეკარი;
•    საბაჟო საქმე;
•    ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი;
•    შემფასებელი;
•    ტუროპერატორი;
•    საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი;
•    სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა;
•    საოფისე საქმე.

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოქალაქის პირადობის მოწმობით საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში,  (მის.: უნივერსიტეტის ქ №2, ქ. ქუთაისი, ნიკეას მე-2 შესახვევი, №8)

აპლიკანტებს საშუალება აქვთ ასევე გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც.


პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ გაზაფხულსა და შემოდგომაზე.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: T- 2 25 04 84.