დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები

1. დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები მიზნად ისახავს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას, ხელს უწყობს დოქტორანტს სადისერტაციო ნაშრომის შესრულებაში, ამზადებს მას მომავალი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისათვის.
2. დოქტორანტის სასწავლო კომპონენტი გულისხმობს შემდეგ სალექციო კურსებსა და სხვა აქტივობებს:
  • სწავლების მეთოდები (5–15 კრედიტი, სავალდებულო სალექციო კურსი);
  • აკადემიური წერა (კვლევის მეთოდების კომპონენტებით, 5–15 კრედიტი;სავალდებულო სალექციო კურსი მათთვის, ვისაც აკადემიური წერა და/ან კვლევის მეთოდები წინა საფეხურზე არ გაუვლია);
  • მინიმუმ ერთი სემინარი (15–30 კრედიტი, სავალდებულო);
  • პროფესორის ასისტენტობა (5-30 კრედიტი, სავალდებულო);
  • სხვა არჩევითი სალექციო კურსები/აქტივობები.
21.  თუ დოქტორანტი ამავდროულად არის თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი/მასწავლებელი და ასრულებს მისთვის განსაზღვრულ მინიმალური სავალდებულო საათობრივი დატვირთვით გათვალისწინებულ სამუშაოს, შესრულებული სამუშაო შესაძლებელია ჩაეთვალოს პროფესორის ასისტენტობაში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტით პროფესორის ასისტენტობისთვის განსაზღვრული სავალდებულო კრედიტების მინიმალური რაოდენობით (5 ECTS კრედიტი). (№54/2013, 25.03.2013);
3. დოქტორანტურის სავალდებულო კვლევითი კომპონენტები მოიცავსმინიმუმ 2 კოლოკვიუმს (20 კრედიტი თითოეულისათვის) და სადისერტაციო ნაშრომს.
4. დოქტორანტის სასწავლო და კვლევითი კომპონენტების ზოგადი სქემა საერთოა მთელი უნივერსიტეტისათვის. სასწავლო და კვლევითი კომპონენტების ზოგადი სქემების ფარგლებში ფაკულტეტი უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო და კვლევითი კომპონენტების საფაკულტეტო სქემები, სადაც შესაძლებელია დაზუსტდეს სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შემადგენელი ელემენტები და მათი სტატუსი, ამა თუ იმ სასწავლო კურსისათვის, დოქტორანტის ამა თუ იმ საქ მიანობისათვის განსაზღვრული კრედიტების რაოდენობა (იხ. დანართი 2).
5. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტის მომზადებაზე შესაბამისი რეგულირებადი პროფესიისათვის. საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 75% ეთმობა რეგულირებადი პროფესიისათვის აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავებას.